ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სპორტულ დირექტორს მოსწონს, მწვრთნელს არა | ბოლო ცნობები ზურიკოზე

თურქი სატრანსფერო „ინსაიდერის’’, ერტან სუზგუნის ინფორმაციით, „ბეშიქთაშის’’ სპორტულ დირექტორს, ონდენ ოზენს ზურიკო დავითაშვილი ძალიან მოსწონს, ხოლო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო იტალიანოს - სასუოლოს 27 წლის ფრანგი შემტევი არმან ლორიენტე. ორივე მოთამაშე მარცხენა გარემარბია და რთული წარმოსადგენია რომელიმე მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა სურდეს. მიუხედავად ამისა, სუზგუნი ამბობს, რომ ბეშიქთაში ორივე მოთამაშეზე შეთავაზებას გააკეთებს.

ერტან სუზგუნი: „ველოდები, რომ „ბეშიქთაში“ არმან ლორიენტესა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზებას გააკეთებს.“

წყაროს ცნობით, ზურიკომ „სენტ-ეტიენს’’ აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურს. ფეხბურთელის გეგმებში ლიგა 2-ში თამაში არც გასულ სეზონში შედიოდა, თუმცა კლუბმა არ გაუშვა.

2025-26 წლების სეზონის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ბოლო პერიოდში ბენფიკას, რენის, ჰოფენჰაიმსა და ტრაბზონს დაუკავშირეს. პორტუგალიელი ჟურნალისტის, ლუიშ პინტუს ინფორმაციით, ბენფიკა მზადაა ზურიკოს სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევრო გადაიხადოს, თურქული Futs Haber-ის ცნობით კი ტრაბზონმა სენტ-ეტიენთან მოლაპარაკება შეაჩერა, რადგან სენტ-ეტიენი 20 მილიონს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

25 წლის დავითაშვილს, რომელიც მამუკა ჯუღელის სააგენტოსთან (Jugeli Sports) თანამშრომლობს, სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი დავითაშვილს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები