კოლუმბია პლეი-ოფშია - კონგო დაამარცხეს და K ჯგუფში გალიდერდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში კოლუმბია გვადალახარაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა და K ჯგუფის ლიდერობა განიმტკიცა.
სამხრეთ ამერიკელებმა აფრიკელებს პირველ ტაიმში ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. კონგოელების კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან 6 კარში წავიდა, თუმცა ლიონელ მპასი ნზაუ გოლის გაშვებას არ აპირებდა და საოცარი ბურთები მოიგერია.
მეორე ნახევარში კოლუმბიამ ზეწოლა განაგრძო. იმუშავა ცვლილებებმაც. ხამეს როდრიგესის ნაცვლად მოედანზე შესულმა ხუან კინტერომ, 76-ე წუთზე დანიელ მუნიოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა - „კრისტალ პალასის“ მაარჯვენა მცველმა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო, ანგარიში გახსნა.
საბოლოოდ, კოლუმბიამ უპირატესობა შეინარჩუნა. მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ლუის დიასს 2 გოლი გაუუქმეს.
საბოლოოდ, კოლუმბია პლეი-ოფშია. ახლა გასარკვევია, თუ ვინ გავა ჯგუფში პირველ და მესამე ადგილზე. ბოლო ტურის მატჩები 28 ივნისს, ჩვენი დროით 03:30-ზე გაიმართება. ჯგუფის მოსაგებად კოლუმბიას ბოლო ტურში პორტუგალიასთან ფრეც ჰყოფნის, თუმცა ნესტორ ლორენცოს გუნდს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს.