ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

კეონი: რა მოხდება მაშინ, თუ მესის პერსონალურად აიყვანენ?

„არსენალის“ ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმა არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობის გამოყენების წინადადება წამოაყენა.

მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საწყის 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით არგენტინის ნაკრებიდან გატანილი გოლით სხვას თავი არავის გამოუჩენია.

„საინტერესოა, დადგა თუ არა დრო გუნდებისთვის თქვან: „იცით რა? ჩვენ შენ აგედევნებით, პერსონალურად აგიყვანთ, მესი. ჩვენ ერთ მოთამაშეს გავწირავთ და დროსა და სივრცეს არ მოგცემთ“.

შესაძლოა, მაშინ უკვე ყველაფერი არგენტინის ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებზე იყოს დამოკიდებული - და საკმარისად კარგები არიან კი ისინი? ამაში არც ისე დარწმუნებული ვარ. მათ სათადარიგოთა სკამიდან ხულიან ალვარესი ემატებათ - ეს კარგი ამბავია. როდრიგო დე პოლი - ფეხბურთელია, რომელიც დიდად არ უტევს. გარემარბები აგრესიულები არ არიან. მათ არ აქვთ მოტივაცია, რომ ბურთით შეგიტიონ.

ასე რომ, რატომაც არ უნდა ავიყვანოთ მესი პერსონალურად? საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ გაუმკლავდებიან მას სხვა გუნდები ტურნირის განმავლობაში“,

- განაცხადა მარტინ კიოუნმა.

სავარაუდოდ, კიოუნი ერთადერთი ადამიანი არ არის, რომელიც ამ თემაზე ფიქრობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ლიონელ სკალონის ჯერჯერობით, თავისი გუნდის სრული შემტევი რესურსი არ გამოუყენებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები