„ალვარესს ოცნება აქვს? ჩვენც გვაქვს...“ - ატლეტიკოს გენერალური დირექტორი
„ატლეტიკოს“ გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილი ხულიან ალვარესის სიტყვებს გამოეხმაურა (კლუბის დატოვების სურვილის თაობაზე) და აღნიშნა, რომ არგენტინელის გაყიდვას არ გეგმავს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს თქვა. ეს არ იყო ასეთი განცხადებების გასაკეთებელი დღე - ეს მესისა და არგენტინის ნაკრების დღე იყო, და არა ხულიანის.
ხულიანს აქვს ოცნება, და ჩვენ, „ატლეტიკოშიც“ გვაქვს ოცნებები. ის უკვე გვესაუბრა, მაგრამ მშვენივრად იცის ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენ უკიდურესად მკაფიონი ვიყავით: „ატლეტიკო“ ფეხბურთელზე უფლებების გაყიდვას არ აპირებს. ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ის ჩვენთან თამაშობს“,
- თქვა ანხელ ხილმა.
შეგახსენებთ, რომ ალვარესმა ავსტრიასთან მატჩის (2:0) შემდეგ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ატლეტიკოდან“ წასვლა სურს: „ასე ყველასთვის უკეთესი იქნება. მე ეს უკვე განვიხილე კლუბში მყოფ ხალხთან. მინდა ოცნება ავისრულო“.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს” ალვარესის სანაცვლოდ შესაძლოა დაახლოებით 130 მილიონი ევრო შესთავაზოს.