ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„დამატებითი შემოსავალი არ გვაქვს“ - ინფანტინომ წყლის შესვენებებზე ისაუბრა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წყლის შესვენებების შესახებ ისაუბრა.

ბოლო პერიოდში, არა ერთი ნაკრების მწვრთნელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ წყლის შესვენებების გამო თამაშები ოთხ ნაწილად იყოფოდა, რაც ტემპის დაგდებასაც უწყობდა ხელს. ამასთან დაკავშირებით, ჯანი ინფანტინოს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია.

რას ამბობს ინფანტინო:

„მთავარი მიზეზი სიცხეა, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ისეთ შეჯიბრებაში, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც 39 დღე გრძელდება და გუნდებს ამ 39 დღეში პოტენციურად რვა მატჩის ჩატარება შეუძლიათ, დასვენების შესაძლებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა გუნდმა თითოეულ მატჩში თანაბარ პირობებში ითამაშოს. ძალიან რთულია შეეგუო იმას, რომ მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მატჩის მსვლელობაზე კორექტივების შეტანით მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ცხელა, მაშინ როცა სხვა მატჩში, სადაც ტემპერატურა ოდნავ დაბალია, იმავე მწვრთნელს ეს შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები ყველასთვის და სწორედ ამიტომაა ეს შესვენებები შემოღებული თითოეულ მატჩში.

ფიფას აქედან დამატებითი შემოსავალი არ აქვს, რადგან ყველა კომერციული ხელშეკრულება წინასწარ იყო გაფორმებული. ამიტომ ჩვენთვის ეს ფინანსური საკითხი არ არის. ეს წმინდა სპორტული საკითხია.

მოთამაშეები უტევენ და ბოლომდე იხარჯებიან მატჩის ბოლო წამებამდე. და შესაძლოა, ეს ხდება ასევე ამ მცირე შესვენების წყალობით, რომელსაც მოთამაშეები იღებენ და რომლის შემდეგაც მათ შეუძლიათ მოედანზე დაბრუნება და იმის ჩვენება, თუ რისი უნარი აქვთ“.

შესვენებები, რომლებიც ტურნირზე პირველად დაინერგა, 22-ე და 67-ე წუთებზე მიმდინარეობს და სამი წუთი გრძელდება. ეს დრო ორივე ტაიმის ბოლოს კომპენსირებულ დროს ემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს დუბლი და დაწერილი ისტორია - პორტუგალიამ უზბეკეთი გაანადგურა
რონალდუს დუბლი და დაწერილი ისტორია - პორტუგალიამ უზბეკეთი გაანადგურა