ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„მე ეს არ დამიმსახურებია“ - ბელინგემის თვითკრიტიკა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხორვატიასთან (4:2) ნაჩვენები უმაღლესი დონის თამაშის შემდეგ, ინგლისის ნაკრებმა ფანებს იმედები გაუცრუა და განელებთან ნულოვანი ყაიმი ითამაშა. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედია არ გახლავთ და „სამი ლომი“ მომდევნო ეტაპზე მაინც ითამაშებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ გუნდის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მაინც იმედგაცრუებული იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მისი დასახელება არასამართლიანად მიიჩნია.

ჯუდ ბელინგემი

სიმართლე გითხრათ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა არ დამიმსახურებია. ჯობდა ეს პრიზი განის ნაკრების მცველებიდან რომელიმეს აეღო. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა, მაგრამ უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენე და სათამაშო რიტმი ვერ ვიპოვე.

დიდი ტურნირის კარგად დაწყება და მეორე ტურში ფრე ინგლისის ნაკრებისთვის ალბათ კლასიკად იქცა არა? არა უშავს, განელები გამოვიდნენ იმ მიზნით, რომ ქულა აეღოთ და დისციპლინის ხარჯზე ამის გაკეთება მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტომას ტუხელის მომზადებული ინგლისის ნაკრები პანამელებს დაუპირისპირდება, რომელთაც ორივე თამაში წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ - მატჩი თბილისის დროით, 28 ივნისს, 01:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განა ინგლისს გაუმკლავდა - მოულოდნელი ფრე L ჯგუფში
განა ინგლისს გაუმკლავდა - მოულოდნელი ფრე L ჯგუფში