თემურ ქეცბაია, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

„უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა“ - მწვრთნელების კომენტარები

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ჩატარდა, სადაც თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ დერბიში დედაქალაქელებმა 2:1 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე დაიმკვიდრეს ადგილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

თემურ ქეცბაია

უზომოდ რთული თამაში იყო, რადგან „დინამო ბათუმი“ ძალიან კარგი კლუბია და ბოლო პერიოდში წარმატებული თამაშის ხარჯზე სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ამოვიდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის რაღაც ტენდენციად იქცა, რომ პირველებმა უნდა გავუშვათ გოლი და ამის მერე დავიწყოთ ფეხბურთის თამაში. თუმცა, ახლა მთავარია, რომ ასეთ მძიმე შეხვედრაში სიტუაციის ჩვენს სასიკეთოდ შეცვლა შევძელით. პირველ წრეში ლიდერთან 11-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა, რომელიც სამამდე შევამცირეთ და იმედია ახლა, როდესაც ახალი მოთამაშეებიც დაგვემატებიან, უფრო უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ.

გიორგი ჭიაბრიშვილი

უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - ვეცადეთ რაც შეგვეძლო ყველაფერი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ქულებითაც, თავდადებითაც და თამაშის ხარისხითაც მეორე წრე კარგად ჩავატარეთ და რა იქნება შემდგომში, ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა პაუზას 8 აგვისტომდე აიღებს. იქამდე კი თბილისის „დინამო“ ჯერ საქართველოს სუპერთასზე ითამაშებს, ხოლო შემდეგ უეფას კონფერენს ლიგაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგასა და  სერია A-ში უთამაშია | შესაძლოა, ბათუმის დინამომ შონ ვაისმანი დაიმატოს
ლა ლიგასა და სერია A-ში უთამაშია | შესაძლოა, ბათუმის დინამომ შონ ვაისმანი დაიმატოს