დინამო ბათუმი, იბერია 1999, დინამო თბილისი
Aa
Aa

დინამოების დერბი და სადებიუტო გოლები - იბერიამ ლიდერობა დაიბრუნა

Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა და ორივეში სამი გოლი გავიდა. განსაკუთრებულ ინტერესს თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ დერბი იწვევდა, რომელსაც ყველასთვის უკვე ცნობილი მიზეზების გამო, „დინამო არენას“ ნაცვლად „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა და თემურ ქეცბაიას მომზადებულმა დედაქალაქელებმა გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ზღვისპირელები 2:1 დაამარცხეს.

სტუმრებმა სწრაფი ბურთის გატანა შეძლეს და მე-7 წუთზე ისინი ალბანელმა ფეხბურთელმა უერდი მარამ დააწინაურა, რომელსაც ასისტენტობა ნიკოლოზ კალანდარიშვილმა გაუწია. მასპინძლებმა წონასწორობა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე აღადგინეს, როდესაც ფრანგმა ლეგიონერმა მაქსიმ დე კოუტო ტეიშეირამ „დინამო თბილისში“ სადებიუტო მატჩშივე შეძლო ბურთის გატანა. გამარჯვების ბურთი კი 88-ე წუთზე ნიკოლოზ ნინუას ანგარიშზეა, რომელმაც გოლად ირაკლი სირაძის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანი აქცია.

დღესვე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ 2:1 დაამარცხა. 51-ე წუთზე, მაშინ როდესაც ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა, მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან არბიტრმა ვახტანგ ბედოშვილი გააძევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „იბერიელებმა“ ნიკოლოზ დადიანისა და ვაჰიდ სელიმოვიჩის გოლებით, რომელმაც Crystalbet ეროვნულ ლიგაში პირველად გამოიჩინა თავი, მორიგი სამი ქულა მაინც მოიპოვეს. „მეშახტეს“ მხრიდან კი, ერთადერთი გოლი პენალტით ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარი აიღო.

ცხრამეტ ტურში დაგროვებული 34 ქულით „იბერია“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ „რუსთავს“ - ორი, ხოლო მესამეადგილოსან „დინამო თბილისს“ სამი ქულით უსწრებს. მე-19 ტური დღეს, „გაგრა“ – „სამგურალის“ მატჩით დასრულდება, რის შემდეგაც ჩემპიონატში შესვენება 8 აგვისტომდე გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ დაბრუნდა ისრაელიდან საქართველოში | ალთუნაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებს
რატომ დაბრუნდა ისრაელიდან საქართველოში | ალთუნაშვილი ბათუმის დინამოში ითამაშებს