„როგორც წესი, კეინის ასეთი მომენტები გოლით სრულდება ხოლმე“ - ტუხელი მატჩის შემდეგ
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისსა და განას შორის გამართული მატჩის (0:0) შედეგები შეაჯამა.
„ჩვეულებრივ კეინის ასეთი დარტყმა ჩვენთვის გოლია ხოლმე. ეს დამსახურებული იქნებოდა.
ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. მეტოქემ პირველ თამაშთან შედარებით კიდევ უფრო მეტად დაცვიდან დაიწყო თამაში, თავს იცავდა სქემით 4-5-1. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ჩვენი თამაშის ინტენსივობა იზრდებოდა, მაგრამ ჯილდოს მიღება ვერ მოვახერხეთ.
მატჩის უდიდესი ნაწილის განმავლობაში კონტრშეტევებისგან თავს კარგად ვიცავდით. ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ძალიან კარგები იყვნენ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები“,
- განაცხადა ტუხელმა.
ინგლისი 4 ქულით განელებთან ერთად ჯგუფს ლიდერობს. ბურთების უკეთესი შეფარდებით ბრიტანელები პირველ პოზიციას იკავებენ. ბოლო ანუ მესამე ტურის შეხვედრას ტუხელის გუნდი 28 ივნისს პანამასთან გამართავს. მატჩი 01:00-ზე დაიწყება. პარალელურად განა ხორვატიას დაუპირისპირდება.