ჰარი კეინი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

განა ინგლისს გაუმკლავდა - მოულოდნელი ფრე L ჯგუფში

მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები განას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ტომას ტუხელის გუნდმა მეორე ტურში პირველისგან განსხვავებით ისეთივე დამაჯერებელი თამაში ვერ აჩვენა, როგორც ეს ხორვატიასთან ვიხილეთ, თუმცა ინგლისელებს მატჩის მოგება მაინც შეეძლოთ.

განელებმა მეტოქეს თამაში კარგად დაუკეტეს და პირველი ტაიმი რეალური მომენტის გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმში გუნდებმა ცოტათი გამოიღვიძეს და მწვავე ეპიზოდების შექმნა დაიწყეს. გატანა ორივეს შეეძლო, თუმცა ინგლისელთა ეპიზოდები გაცილებით სახიფათო გახლდათ. ჰარი კეინმა თითქმის ცარიელ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. კარგი მომენტი ჰქონდა ბუკაიო საკასაც, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ტუხელის გუნდი 4 ქულით განელებთან ერთად ჯგუფს ლიდერობს. ბურთების უკეთესი შეფარდებით ინგლისელები პირველ პოზიციას იკავებენ.

ბოლო ანუ მესამე ტურის შეხვედრას ინგლისი 28 ივნისს პანამასთან გამართავს. შეხვედრა 01:00-ზე დაიწყება. პარალელურად განა ხორვატიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები