აბუაშვილს გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა | გრენობლი-მეცის უგოლო ფრე
ლიგა 2-ის მეორე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცი“ „გრენობლს“ ესტუმრა - მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა.
ქართველმა გარემარბმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. პირველ ტაიმში აბუაშვილი ძალიან ახლოს იყო გოლთან, როცა 37-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 5.8 ქულით შეაფასა. აბუაშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 19-დან 17 ზუსტი პასი (89%), 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, 2 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა და 49 შეხება ბურთთან.
აბუაშვილის გამორჩეული მომენტები
ორი ტურის შემდეგ „მეცი“ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზეა და 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ლავალს“ მიიღებს.