ლუკა მოდრიჩი, ანტე ბუდიმირი
Aa
Aa

მოდრიჩის მე-200 მატჩი - პანამა ჯგუფში ჩარჩა

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისთან (2:4) მარცხის შემდეგ, ხორვატიის ნაკრებმა მეორე შეხვედრაში ხასიათი ოდნავ გამოიკეთა, პანამელები 1:0 დაამარცხა და პლეი ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით პანამაზე, რადგან ტომას კრისტიანსენის მომზადებულმა გუნდმა ამ მარცხით მომდევნო ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა.

ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ხორვატების 40 წლის ლეგენდისთვის და კაპიტნისთვის ლუკა მოდრიჩისთვის, რომელმაც საიუბილეო, მე-200 სანაკრებო მატჩი ჩაატარა. მოდრიჩი 200-იანთა კლუბში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს (230 მატჩი), ქუვეითელ ბადერ ალ-მუტვისა (202) და არგენტინელ ლიონელ მესის (201) შეუერთდა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ერთადერთი და გამარჯვების მომტანი ბურთი მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა ანტე ბუდიმირმა 54-ე წუთზე იოსიპ სტანისიჩის პასით გაიტანა.

ცნობისათვის, ხორვატიის ნაკრები ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 3 ქულით მესამე ადგილზეა, პანამელები კი უქულოდ ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან, ბოლო ტურში, რომელიც თბილისის დროით 28 ივნისს, 01:00 საათზე დაიწყება, პანამელები - ინგლისელებს, ხოლო ხორვატები განელებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც წესი, კეინის ასეთი მომენტები გოლით სრულდება ხოლმე“ - ტუხელი მატჩის შემდეგ
„როგორც წესი, კეინის ასეთი მომენტები გოლით სრულდება ხოლმე“ - ტუხელი მატჩის შემდეგ