დიდიე დეშამი
Aa
Aa

დეშამმა გუნდი დატოვა - მწვრთნელი საფრანგეთში გაემგზავრა

დიდიე დეშამმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დედა გარდაეცვალა, რის გამოც სასწრაფოდ მოუწია სახლში დაბრუნება. დიდიეს მშობელი ბოლო თვეების განმავლობაში ავადმყოფობდა და მისი გარდაცვალების თაობაზე რამდენიმე  საათის წინ შეატყობინეს.

საფრანგეთში დეშამი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ნორვეგიელებთან „სამფეროვნებს“ მისი ასისტენტი გი სტეფანი უხელმძღვანელებს. როგორც იცით, ფრანგებს პლეი ოფის საგზური გარანტირებული აქვთ და მომავალი კვირიდან, როდესაც უკვე მეთექვსმეტედფინალები დაიწყება, მთავარი მწვრთნელი ადგილზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი ერთი უნიკალური რეკორდის თანამფლობელია - ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან და გერმანელ ფრანც ბეკენბაუერთან ერთად, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგებული აქვთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინამ ავსტრია დაამარცხა და პლეი-ოფშია
მესის დუბლი და რეკორდი - არგენტინამ ავსტრია დაამარცხა და პლეი-ოფშია