ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ნიურნბერგმა შალკე გაანადგურა

ბუნდესლიგა 2-ის 33-ე ტურში მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილმა ნიურნბერგმა შინ შალკე 3:0 გაანადგურა. ნიურნბერგი 45 ქულით მე-8 ადგილზეა, ბუნდესლიგაში აღზევების თეორიული შანსიც დაკარგული აქვს, შალკე ნაკლებად მოტივირებული იყო, პირველ ადგილზე გასვლა უკვე გაინაღდა, შემდეგ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.

მიროსლავ კლოზემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ლოჩოშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, ქართველი მცველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დაცვაში ბევრი იმუშავა და შეტევის განვითარებაშიც აქტიურად მონაწილეობდა, თავდაჯერებული იყო.

27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 33 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 32-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 31-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს. მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

გერმანული Club Fokus-მა Kicker-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბი იჩენენ: „გადახდისუნარიანი მსურველები ნამდვილად არსებობენ. ჟურნალ Kicker-ის ხუთშაბათის ნომრის მიხედვით, ამ ძლიერი მცველით განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ, თუმცა, ვინაიდან მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, ნიურნბერგს თეორიულად ყველა კარტი ხელში უჭირავს, რომ სოლიდური სატრანსფერო თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ არის ჩადებული''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა საოცარი იყო | ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი შეაქო
კვარა საოცარი იყო | ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი შეაქო