რამდენს მიიღებს ილია თოფურია - UFC Freedom-ის საპრიზო ფონდი ცნობილია
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში არამხოლოდ 2026 წლის, არამედ ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება UFC Freedom-ია, რომლის მთავარი ბრძოლის მონაწილე ორი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იქნება და მსუბუქი წონის ქამრის პირველ დაცვას ამერიკელ ჯასტინ გეიჯისთან შეეცდება.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ღონისძიების საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი იქნება, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება: 300-300 ათას დოლარს საუკეთესო ბრძოლის მონაწილეეები მიიღებენ, 200-200 ათას დოლარს პრემიის სახით დღის საუკეთესო დაპირისპირების მონაწილეები გამოიმუშავებენ. აქვე გეტყვით, რომ სხვა ქარდებთან შედარებით, UFC Freedom 250-ზე შედარებით ნაკლები, შვიდი ჩხუბია ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი საუკეთესოს მსუბუქ წონაში გამოავლენენ, ხოლო მძიმე წონით დივიზიონში ალექს პერეირა და სირილ განი დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.