მანზამბის გოლი და ასისტი - შვეიცარიამ ჯგუფი მოიგო, კანადა მეორეზეა
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ვანკუვერში შვეიცარიამ კანადას 2:1 მოუგო.
პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი შვეიცარიელთა შემტევ ჟოან მანზამბის ჰქონდა, კანადელებს კი ანგარიშის გახსნა კაილ ლარინის დარტყმის შემდეგ შეეძლოთ, თუმცა ორივე გუნდის მეკარეები, გრეგორ კობელი და მაქსიმ კრეპო, დამაჯერებლად მოქმედებნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს - მანზამბის პასის შემდეგ თავი რუბენ ვარგასმა გამოიჩინა. 57-ე წუთზე მანზამბიმ ასისტს გოლიც მიამატა - საგოლე პასი ბრილ ემბოლოს ანგარიშზეა.
76-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა პრომის დევიდმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მურატ იაკინის გუნდმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.
ამგვარად, ჯგუფში პირველ ადგილზე შვეიცარია გავიდა (7 ქულა). ბურთების უკეთესი თანაფარდობით კანადამ ბოსნია-ჰერცეგოვინას აჯობა (4-4 ქულა), ხოლო კატარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ჯგუფში ბოლო ადგილზე, 1 ქულით დაასრულა.