მესამე ადგილი ჯგუფში | ბოსნია & ჰერცეგოვინამ კატარი 3:1 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური B ჯგუფის მატჩებით გაიხსნა. ბოსნია და ჰერცეგოვინა კატარს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სამი ქულა აიღო — 3:1.
მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. კერიმ ალაიბეგოვიჩმა მეტოქის კარი შორეული, ლამაზი დარტყმით აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
34-ე წუთზე ბოსნიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ჩაწოდების შემდეგ ედინ ჯეკო პასს აკეთებდა, რომელიც სულთან ალ-ბრაკეს ცუდად მოხვდა და კატარელთა კარში შეგორდა. ჯეკოს მალევე მეორე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ოდნავ სიზუსტე დააკლდა და მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
42-ე წუთზე კატარი თამაშში დაბრუნდა. ედმილსონ ჟუნიორის ჩაწოდების შემდეგ ჰასან ალ-ჰაიდოსმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და ჩამორჩენა შეამცირა — 1:2. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე პედრო მიგელს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელს მოარტყა.
მეორე ტაიმში გუნდებს მომენტების შექმნა უჭირდათ. ყველაზე კარგი შანსი აკრამ აფიფს მიეცა, რომლის დარტყმაც ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. მე-80 წუთზე ერმინ მაჰმიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბოსნიელებს უმნიშველოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ამრიგად, ბოსნია და ჰერცეგოვინამ ჯგუფური ეტაპი 4 ქულით დაასრულა და მესამე ადგილი დაიკავა. უდიდესი ალბათობით, ბოსნია საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდებს შორის მოხვდება და პლეიოფში ითამაშებს.