ილია თოფურია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ალექს პერეირა დაიცვა | თოფურიას ჯოშ ჰოკიტთან დაპირისპირება მოუვიდა

UFC Freedom 250 არის ღონისძიება, რომელსაც თბილისის დროით 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, „თეთრი სახლი“, უმასპინძლებს. მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა. ღონისძიების წინ გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია და მისი მთავარი მონაწილე „ელ მატადორია“.

მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯოშ ჰოკიტმა, ალექს პერეირაზე უხეშად ისაუბრა: „პერეირას მხოლოდ კი არ დავამარცხებ, მასზე მოვისაქმებ. ალექს, დედაშენს „შამას“ გავუკეთებ. ეს ტიპი დედამიწაზე ყველაზე მაგარ და ძლიერ კაცად ითვლება და ნახეთ, როგორ ველაპარაკები — როგორც ჩემს ძაღლსა და ძუკნას, ისე ვექცევი. რას გააკეთებს? ვერაფერს იზამს!“

პერეირას პასუხი, რომელმაც ინგლისური ენა არ იცის, ასეთი იყო: „რამდენიმე დღის წინ ინტერვიუს ვაძლევდი. ამ ტიპმა გვერდზე გამიარა და რაღაცები მითხრა. მივტრიალდი, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: „შამა!“

„პოატანის“ სიტყვების შემდეგ ჰოკიტმა იგივე სტილში საუბარი გააგრძელა. ილიამ ალექსი სწორედ ამ დროს დაიცვა, რის შემდეგაც ჯოშმა მისი მისამართით თქვა: „ვინ ჯანდაბა ხარ? წადი შენი! წადი შენი, შე პატარა ძუკნა! ნამდვილი BMF მე ვარ, შე პატარა ჯუჯავ. წადი შენი! ილიამ გვაჩვენა, მაიამიში მეუღლე რატომ არ უნდა იპოვო.“

„წადი შენი, შე პატარა ძუკნა! დაჯექი! ეს ტიპი აქედან გაიყვანეთ“ — უპასუხა თოფურიამ, შემდეგ კი გაურკვეველი საგანი, სავარაუდოდ ბოთლი ესროლა. UFC-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჰოკიტი სცენიდან გაიყვანეს, ალექსმა კი ილიას, პატივისცემისა და დაფასების ნიშნად, ხელი ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამიტომ ვერ ვუწევთ კონკურენციას ევროპას“ | ტარდელის კვარა ჯიჯი მერონის ახსენებს
„ამიტომ ვერ ვუწევთ კონკურენციას ევროპას“ | ტარდელის კვარა ჯიჯი მერონის ახსენებს