რაიო, ხეტაფე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

4 ვარიანტი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილზე მოთხოვნა გაიზარდა

არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ლა ლიგა-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

ლისაბონური კლუბი იჯარის წინააღმდეგი არ არის და ყველაზე რეალური სწორედ ამ სტილის ტრანსფერი გახლავთ. ინფორმაცია A Bola ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნების ნახევარმცველს სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, თავად კლუბშიც მიიჩნევენ, რომ მისი განვითარებისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო. სწორედ ამიტომ დროებითი ტრანსფერი ყველაზე რეალისტურ ვარიანტად სახელდება.

ქოჩორაშვილისთვის კარგად ნაცნობი მიმართულება ესპანეთია, სადაც მან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაატარა. განსაკუთრებით წარმატებული იყო მისი პერიოდი ლევანტეში, სადაც ქართველი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა და ლა ლიგაში დაბრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გარდა „ლევანტესი“, გიორგის მიმართ ინტერესს ხეტაფე, ჟირონა და რაიო ვალეკანო იჩენენ.

ქოჩორაშვილის მომავალი საბოლოოდ იმ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც „სპორტინგი“ მიიღებს, თუმცა არსებული ცნობებით, ქართველ ნახევარმცველის ესპანეთში დაბრუნების შანსი საკმაოდ მაღალია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები