მონტანიე: “ზურიკოს დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“
საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენმა საკუთარ კედლებში 5:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილი ცვლილებაზე შევიდა და თავი გოლით და საგოლე პასით დაგვამახსოვრა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ კომენტარი გააკეთა.
მონტანიე:
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 5:0 გამარჯვების შემდეგ სევდიან გასახდელს ვხედავ. „ცხადია, ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ რეალობა ასეთია — მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით, რადგან ამ შეხვედრამდე უკეთ უნდა გვეთამაშა.“
მონტანიემ ხაზი გაუსვა, რომ ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდს ზედიზედ სამი მარცხის სერია ჰქონდა და კრიზისიდან გამოსვლა აუცილებელი გახდა.
„ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ეს მოგება მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, სწორ გზაზე დავბრუნდეთ. აუცილებლად უნდა შეგვეწყვიტა ეს ცუდი სერია.“
ფრანგი სპეციალისტის თქმით, მატჩის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მომენტი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება იყო — განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილის.
"დავითაშვილის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი არყოფნა „სენტ-ეტიენის“ თამაშზე აშკარად აისახებოდა.“
ცნობისთვის, სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში დასაწინაურებლად პლეი-ოფში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქე რედ სტარსა და როდეზს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, ზურიკომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დღევანდელ დღემდე 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.