ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს გოლი და ასისტი - სენტ-ეტიენმა ამიენი გაანადგურა

ლიგა 2-ის დასკვნით ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ამიენს“ მოუგო (5:0).

დავითაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო „მწვანეების“ ბოლო მატჩი გამოტოვა, ამჯერად განაცხადში მოხვდა, თუმცა სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ 55-ე წუთზე ჩაერთო და მცირე დროში გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ზურიკომ Sofascore-ისგან 8.0-იანი შეფასება დაიმსახურა - ქართველი შემტევის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 1 ასისტი, 1 დარტყმა კარში, 23 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 14-დან 13 ზუსტი პასი (93%), 2 ზუსტი გრძელი პასი და 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

ზურიკოს გოლი და საგოლე პასი

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, პირველ ტაიმში დუბლი ჯოშუა დუფუსმა შეასრულა, მესამე გოლი დავითაშვილმა, მეოთხე კი ლუკა სტასენმა გაიტანა. 82-ე წუთზე დავითაშვილმა გოლს საგოლე პასიც მიამატა, თავი კი აიმან მუფეკმა გამოიჩინა.

„სენტ-ეტიენმა“ 34 ტურში 60 ქულა დააგროვა და ლიდერ „ტრუას“ 7 ქულით ჩამორჩა. „სენტ-ეტიენის“ მთავარი კონკურენტი, „ლე მანი“ სტუმრად „ბასტიას“ 2:0 უგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენების გამო ეს მატჩი შეწყდა და ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა. თუ ეს მატჩი "ლე მანმა" მოიგო, ლიგა 1-ში "ტრუასთან" ერთად ისინი აღზევდებიან, ზურიკოს გუნდი კი პლეიოფში გააგრძელებს ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლას.

ლიგა 2-ში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მომავალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებენ. რაც შეეხება 3-5 ადგილებზე გასულ გუნდებს, ისინი ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე გასულ გუნდთან ერთად პლეიოფში ითამაშებენ და მათგან მხოლოდ 1 მოხვდება მომავალ სეზონში ფრანგული ფეხბურთის ელიტაში.

რაც შეეხება ზურიკოს, მან ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-მატჩიანი პაუზის შემდეგ სასტარტოში ითამაშა | სლოვანს კაშიამ უკაპიტნა
5-მატჩიანი პაუზის შემდეგ სასტარტოში ითამაშა | სლოვანს კაშიამ უკაპიტნა