სტრიკლენდი ჩემპიონია | ჩიმაევი კარიერაში პირველად დამარცხდა
UFC 328-ის მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ორთაბრძოლა იყო, შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
32 წლის ჩიმაევმა, რომელსაც დღეს კუთხეში არმან ცარუკიანი ჰყავდა, კარიერაში მე-16 ბრძოლა გამათა და პირველად დამარცხდა.
ჩიმაევს წონის ჩაბარება ძალიან გაუჭირდა. ხამზატი ასაწონად ბოლოს, აწონვის ცერემონიის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გავიდა და ეტყობოდა კიდეც, რომ წონის კლებას მარტივად არ ჩაუვლია. საბოლოოდ, „ბორზმა“ იგივე წონა, 83.9 კილოგრამი დააფიქსირა.
საშუალო წონის დივიზიონის ისტორიაში სტრიკლენდი მეორეა მებრძოლია, ვინც ქამარი დაიბრუნა, პირველი ისრაელ ადესანია იყო.
2025 წელს სტრიკლენდმა მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა, დრიკუს დუ პლესისთან დამარცხდა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ენტონი ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და დღევანდელი გამარჯვებით ქამარი დაიბრუნა. ქამარი პირველად 2023 წელს ისრაელ ადესანიასთან გამარჯვებით მოიპოვა. 35 წლის შონმა კარიერაში 38-დან 31 ბრძოლა მოიგო.