„გუნდში ვირთხა იპოვეს“ - არბელოა ეჭვობს, რომ სებალიოსს გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს
დანი სებალიოსი შესაძლოა „რეალის“ გასახდელში ერთ-ერთი „ვირთხა“ იყოს - მოთამაშე, რომელსაც გასახდელიდან ინფორმაცია გააქვს.
Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი კლუბის მიღმა მყოფ ადამიანებს ესაუბრა და დეტალურად მოუყვა ორელიენ ჩუამენისა და ფედერიკო ვალვერდეს კონფლიქტის შესახებ, რამაც საბოლოოდ ვარჯიშის დროს ფეხბურთელებს შორის ჩხუბი გამოიწვია.
აღინიშნება, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა ეჭვობს, რომ პრესას გასახდელიდან ინფორმაციას სწორედ სებალიოსი აწვდის.
მოთამაშესა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სებალიოსმა გაიგო, რომ არბელოამ ის კრიტიკულად მოიხსენია იმ ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელთან საუბარში, რომელიც ამ ზაფხულს დანის ტრანსფერით იყო დაინტერესებული.
მას შემდეგ, რაც არბელოამ 24 აპრილს „ბეტისთან“ მატჩის (1:1) განაცხადში სებალიოსი არ შეიყვანა, მათ შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა.