პედი პიმბლეტი, ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

ხამზატი დამარცხდა, რადგან კუთხეში ცარუკიანი ჰყავდა | პიმბლეტმა არმანს დასცინა

UFC 328-ის მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ორთაბრძოლა იყო, შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სტრიკლენდი გამოაცხადეს. ერთმა არბიტრმა უპირატესობა ჩიმაევს მიანიჭა (48:47), ორმა - სტრიკლენდს (48:47, 48:47).

პედი პიმბლეტმა თავის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, აღნიშნული ბრძოლის მიმდინარეობისას თავის მოსაზრებებს ამბობდა.

დასაწყისში: "ხამზატი მარცხდება მხოლოდ იმიტომ, რომ კუთხეში არმან წარუკიანი ჰყავს. ჰო, არმანი ცდილობს რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს კამერების წინ, არა?"

გადაწყვეტილების მოლოდინში: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხამზატს მისცემენ გამარჯვებას... გაყოფილი გადაწყვეტილებით."

როდესაც სტრიკლენდს აცხადებენ გამარჯვებულად, პედი ყვირის: "სტრიკლენდ! ხომ გითხარით, 48-47 მის სასარგებლოდ! დიახ, შონ! დიახ! ხამზატმა ქამარი თავად გაუკეთა... ძალიან კარგი სპორტული საქციელია.

შონ სტრიკლენდი, ძმაო! სასიამოვნოა მისი კვლავ ქამრით ნახვა. გიჟი კაცია, შანსს არავინ აძლევდა. ეს არის ორი ყველაზე დიდი სენსაცია სატიტულო ბრძოლების ისტორიაში — ჩიმაევთან და ადესანიასთან გამარჯვება. სტრიკლენდი კაცია!"

მნიშვნელოვანი დარტყმები: ხამზატი (98), სტრიკლენდი (133)

ჩიმაევი წინ 43 პროცენტ შემთხვევებში მიდიოდა, სტრიკლენდი 6 პროცენტ შემთხვევებში.

თეიქდაუნის მცდელობები: ჩიმაევი (13-დან 9 წარმატებული იყო), სტრიკლენდი (1 მცდელობა და წარუმატებელი).

მიწაზე კონტროლის დრო: ჩიმაევი (6:04 წუთი), სტრიკლენდი (3:01 წუთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეიჯი-ილიას ბრძოლას ცარუკიანი დააზღვევს | დენა უაითმა დაადასტურა
გეიჯი-ილიას ბრძოლას ცარუკიანი დააზღვევს | დენა უაითმა დაადასტურა