ალექს პერეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ჰერბ დინი
Aa
Aa

„ამით სიძულვილს ვაღვივებთ“ - ვოლკანოვსკი არბიტრს პერეირასგან იცავს

UFC Freedom 250-ზე გამართულმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ ყველა სხვა ბრძოლა, მიუხედავად ლამაზი ნოკაუტებისა, გულშემატკივრებს გადაავიწყდა. თუმცა, ალექს პერეირა მაქსიმალურად ცდილობს სირილ განთან განცდილი მარცხის გამო თავი გაიმართლოს და კეფაში იმ არალეგალური დარტყმების გამო, რომელიც სირილ განისგან მიიღო, ღიად აცხადებს, რომ ოქტაგონში შესვლის შიში გაუჩნდა. ბრაზილიელის მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გააკეთა და არბიტრის მხარე დაიჭირა.

რას ამბობს ვოლკანოვსკი

ბევრი გულშემატკივარი და მებრძოლი არამხოლოდ ჰერბ დინის, არამედ სხვა არბიტრების მიმართაც ზედმეტად მკაცრია. რა თქმა უნდა, დაშვებულ შეცდომებზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ნუ გავაღვივებთ მათ მიმართ სიძულვილს და გამოვნახეთ საკუთარ თავში ის ძალები, რომლებიც ბრაზის შეკავებაში დაგვეხმარება. ყველას პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომებს ისინიც უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირას მცდელობა, გამხდარიყო სამი წონის ჩემპიონი წარუმატებლად დასრულდა, რადგან თეთრი სახლის ღონისძიებაზე ის ფრანგ სირილ განთან ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ამჯერად ვისთან დაიცავს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს საერთოდ არ უჩხუბია“ | როგორია ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
„თითქოს საერთოდ არ უჩხუბია“ | როგორია ილიას ჯანმრთელობის მდგომარეობა