ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დიდებული გამარჯვება | ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია

რომის მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრენდონ ნაკაშიმა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მიმდინარე ტურნირზე შესანიშნავად გამოდის, 1/32-ფინალში რეიტინგის მე-6 ჩოგანი ბენ შელტონი გამოთიშა, დღეს კი რეიტინგის 32-ე ნომერს აჯობა. მერვედფინალში ანდრეი რუბლევს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს მე-14 ჩოგანია. მატჩი 12 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება.

ურთიერთშეხვედრებში რუბლებს მცირე უპირატესობა აქვს, ბასილაშვილმა სამჯერ მოუგო, რუბლევმა 4-ჯერ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ შელტონთან გამარჯვებამდე უკანასკნელად ნიკოლოზმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი 2025 წლის უიმბლდონზე დაამარცხა, მაშინ ბასილაშვილმა მუზეტის აჯობა.

34 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 117-ე ჩოგანია. კარიერაში ყველაზე მაღალი პოზიცია 2019 წლის მაისში დააფიქსირა, როცა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები