„ახლა ვნახავთ, რას წარმოადგენს ილია“ - ჰუკერმა ბრძოლა შეაფასა
როდესაც დაუმარცხებელი მებრძოლი პირველად აგებ და თანაც ტექნიკური ნოკაუტით, ბუნებრივია შენს შესაძლებლობებში ზოგიერთები ეჭვის შეტანას იწყებენ. დაახლოებით ასევეა ილია თოფურიას შემთხვევაში, რომელსაც საბედნიეროდ უმრავლესობა არა, მაგრამ ზოგიერთი მებრძოლი მაინც თვლის, რომ ძველებურად უძლეველს ოქტაგონში ვეღარ ვიხილავთ. ბოლომდე ასეთი მოსაზრება არ გამოუთქვამს, თუმცა მსუბუქი წონის ახალ ზელანდიელი მებრძოლის, დენ ჰუკერის შეფასებაში გარკვეული ეჭვები მაინც იგრძნობოდა.
დენ ჰუკერი
ახლა ვნახავთ, რეალურად რას წარმოადგენს ილია. დაბრუნდება ისევ ისეთივე ძლიერი, თუ პირველივე მარცხი ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებს. რაც შეეხება გეიჯის, მას სწორედ ამიტომ აფასებენ MMA-ს სამყაროში, რომ წაგებული ბრძოლების შემობრუნება შეუძლია და მისთვის დაუძლეველი სირთულეები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დენ ჰუკერი ამჟამად UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-11 ადგილზეა. ბოლოს მან მიმდინარე წლის 1 თებერვალს იბრძოლა და ბენუა სენ-დენისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. საერთო ჯამში კარიერის მანძილზე ჩატარებული 38 ბრძოლიდან კი 36 წლის ახალ ზელანდიელის ანგარიშზე 24 გამარჯვება და 14 მარცხია.