მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

უიმბლდონი - ცნობილია ბოლქვაძის მეტოქე პირველ წრეში

როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში.

ბოლქვაძე პირველ წრეში 33 წლის ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს შეხვდება. ტომლიანოვიჩი ამჟამად ქალთა მსოფლიო რეიტინგის 98-ე ნომერია. ავსტრალიელმა კარიერის საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე 2021 და 2022 წლებში აჩვენა, როდესაც ზედიზედ ორჯერ მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მონაწილედ ითვლებოდა.

უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბოლქვაძემ ბრწყინვალე საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაატარა. ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. მარიამმა  ჯულია გრაბერი, კინოშიტა და ვანდრომი დაამარცხა.

ცნობისთვის, პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში, ბოლქვაძე მეორე ეტაპზე კრუგერსა და დონა ვეკიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები