გამარჯვება ორ სეტში | ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს
მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელი ჯულია გრაბერი დაამარცხა, მეორე თამაშში კი მსოფლიოს 227-ე ჩოგანს, იაპონელ ჰაიუ კინოშიტას დაუპირისპირდა.
მარიამმა ორ სეტში მოიგო და ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი გამარჯვებაღა ესაჭიროება. ბოლქვაძე დამაჯერებელი იყო და პირველ სეტში მეტოქის მოწოდებაზე სამი გეიმი მოიგო, თავად კი ერთი დათმო — 6:3.
მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელის დომინაციით წარიმართა. 2:1-ზე მარიამმა ბრეიკი შეასრულა, 4:1-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა — 5:1. მეშვიდე გეიმში ბოლქვაძემ მატჩპოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა მომდევნო გეიმში საქმე ბოლომდე მიიყვანა — 6:2.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძის მოწინააღმდეგე ბელგიელი ჩოგბურთელი, ჟელინ ვანდრომე იქნება. ვანდრომე 18 წლის ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგის 161-ე პოზიციას იკავებს.