„ნოლეს წასვლის დრო მოვიდა“ - ნადალის რჩევები ლეგენდას
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის წარმატებაში რომ ბიძამისსა და ცნობილ მწვრთნელს ტონი ნადალს უდიდესი წვლილი მიუძღვის, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ტონი, რომელიც წარსულში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, მიგელ ანხელის უფროსი ძმაა, მედიის წარმომადგენლების ყურადღებით ხშირად სარგებლობს. ამჯერად კი მისი მოსაზრებით ნოვაკ ჯოკოვიჩის თაობაზე დაინტერესდნენ და საინტერესო პასუხიც მიიღეს.
ტონი ნადალი
როლან გაროსის დაწყებამდე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხამ, ჰქონდა თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩს ტურნირის მოგების შანსი, რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცი. ნოლეს ჯერ კიდევ უძლიერეს ჩოგბურთელად მივიჩნევ, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს.
როდესაც ორ დღეში ერთხელ 5-სეტიანი მატჩების ჩატარება გიწევს, აღდგენა შეიძლება გაგიჭირდეს. მუდმივი გადაფრენები ვეტერანი ჩოგბურთელებისთვის დამღლელია, რაც თამაშზეც ბუნებრივია უარყოფით ზეგავლენას ახდენს. რეალურად ის კიდევ ერთი დიდი სლემის მოსაგებად რჩება ჩოგბურთში, სხვა მოტივაცია აღარ აქვს და ჩემი აზრით ეს სეზონის მისთვის უკანასკნელი იქნება.
ცნობისათვის, 39 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული. საერთო ჯამში ყველა ტურნირზე ჩატარებული 1409 მატჩიდან სერბმა ჩოგბურთელმა 1172 მოიგო და 237-ში დამარცხდა.