არინა საბალენკა
Aa
Aa

მოულოდნელობა - საბალენკა რომის მასტერსის მე-2 წრეში დამარცხდა

რომის მასტერსის მეორე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. WTA-ს რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა მოულოდნელად ბელგიელ სორანა კირსტეასთან სამ სეტში 6:2 3:6 5:7 დამარცხდა.

პირველმა სეტმა არინას დომინირებით ჩაიარა. საბალენკამ 2 ბრეიკი შეასრულა. ბელორუსმა ჩოგბურთელმა მეორე სეტიც დიდებულად დაიწყო და ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მე-4 გეიმში წონასწორობა აღდგა.

მოთამაშეებმა თითო-ბრეიკი კვლავ გაცვალეს და იმ დროს, როდესაც ანგარიში ბელგიელის სასარგებლოდ 4:3 იყო, ბრეიკი შეასრულა და სეტზე წარმატებულად ჩააწოდა.

მესამე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ორ გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს. მე-5 გეიმში კირსტეამ საბალენკას ჩაწოდება მოიგოდა დაწინაურდა, თუმცა მე-10 გეიმში არინამ წონასწორობა აღადგინა.

ეს ყველაფერი დიდ ხანს არ გაგრძელდა და ბელგიელმა უმალ უკუ-ბრეიკი შემოგვთავაზა და შემდეგ მატჩზე იდეალურად ჩააწოდა. 1/16-ფინალში სორანა ლინდა ნოსკოვას შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები