პსჟ - არსენალი | ფინალში მსაჯების ვინაობა ცნობილია
30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და არსენალი დაუპირისპირდებიან, გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ინფორმაცია UEFA-ს გვერდზე ოფიციალურად ადასტურდა.
მთავარი მსაჯი დანიელ ზიბერტი იქნება, ხაზის მსაჯები მსაჯები იან ზაიდელი და რაფაელ ფოლტინი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი შვეიცარიელი სანდრო შერერი იქნება.

VAR-ზე ბასტიან დანკერტი იმუშავებს და ასისტენტობას რობერტ შრიოდერი და ესპანელი კარლოს დელ სერო გრანდე გაუწევენ.
დანიელ ზიბერტი 2015 წლიდან ფიფას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია და უეფას ელიტარულ არბიტრთა სიაში შედის. მის კარიერაში არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო და საკლუბო დაპირისპირებაა, მათ შორის ევროპა ლიგის გასული სეზონის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ დაპირისპირება. ცნობისთვის, დანიერ ზიბერტი 2022 წლის მუნდიალზე, ურუგვაისა და განის ნაკრებების სკანდალური მატჩის მთავარი მსაჯი იყო.
საგულისხმოა, რომ ზიბერტმა „არსენალისა“ და „ატლეტიკოს“ ნახევარფინალური საპასუხო მატჩზეც იმსაჯა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება ბუდაპეშტში 30 მაისს გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.