მერაბ დვალიშვილი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„ასე ხშირად ფულის გამო ჩხუბობს“ | ცნობილი პრომოუტერი დვალიშვილზე

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. გაჯიევმა დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც „მანქანა“ წელიწადში ოთხ ორთაბრძოლას მართავს და ყველაფერი ფინანსებს დაუკავშირა.

„მერაბი უბრალო ქართული ოჯახიდან არის. ის საკუთარ თავს თავად არჩენს. კარიერის დასრულებიდან ერთ, ორ ან სამ წელიწადში მასზე განსაკუთრებულად აღარავინ იზრუნებს. ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი, რის გამოც დვალიშვილი ასე ხშირად იბრძვის, ფულია.

მიმაჩნია, რომ ეს ყველასთვის გასაგები მიზეზია. ვფიქრობ, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულია, დვალიშვილს ბოლომდე გაუგებს,“ — განაცხადა გაჯიევმა საკუთარ იუთუბ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა 2025 წელს ოთხი ბრძოლა გამართა. მერაბმა ჯერ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და მას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია, შემდეგ კი შონ ომალის მოუგო. „შუგასთან“ ბრძოლის შემდეგ „მანქანამ“ კორი სენდჰეგენიც დაამარცხა, ბოლო ჩხუბში კი პიოტრ იანთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შავკატს ისლამის გამოწვევის უფლება არ ჰქონდა“ - უსმან ნურმაგომედოვის განცხადება
„შავკატს ისლამის გამოწვევის უფლება არ ჰქონდა“ - უსმან ნურმაგომედოვის განცხადება