ისლამ მახაჩევი, უსმან ნურმაგომედოვი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

„შავკატს ისლამის გამოწვევის უფლება არ ჰქონდა“ - უსმან ნურმაგომედოვის განცხადება

UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო შეხვედრაში ჯეკ დე ლა მადალენას დამარცხების შემდეგ ბევრი საუბარი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა დაიცვას ისლამ მახაჩევმა ქამარი. დაღესტნელი ჩემპიონის მორიგი ბრძოლა წესით მალე უნდა ჩაინიშნოს, რადგან როგორც თავად დააანონსა რამადანამდე ჩხუბი სურს. ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა უსმან ნურმაგომედოვმა, რომელიც მახაჩევის გუნდის წევრი და მისი ახლო მეგობარია.

უსმან ნურმაგომედოვი

იან გარი მაჩადომ სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ბრძოლა წააგო და როგორ შეიძლება საერთოდ მისი პრეტედენტად განხილვა? რაც შეეხება შავკატ რახმონოვს, უზბეკს ერთი წელია ბრძოლა არ ჩაუტარებია და გარკვეული დრო დასჭირდება, რათა აქტიურობა დაიბრუნოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, შავკატს მივმართავ, როდესაც ტიტულზე ბრძოლის შესაძლებლობას ხელიდან უშვებ, როგორ შეგიძლია გამოიწვიო ჩემპიონი, რომელიც ამჟამად ისტორიას წერს?!

ფაქტი ერთია - ისლამი ნებისმიერთან საბრძოლველად მზად არის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას UFC-ის ხელმძღვანელები მიიღებენ. რატომ ახსენა კამარუ უსმანი? იმიტომ, რომ მისი მახაჩევთან დაპირისპირება მემკვიდრეობისთვის ბრძოლა იქნება. უსმანი ქვესაშუალო დივიზიონში ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და რატომღაც მას სათანადოდ არ აფასებენ. არადა, სულ ახლახანს ხუთრაუნდიანი ჩხუბი ჩაატარა, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე გამოიყურებოდა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ მოცდა მოუწევთ და წინ დიდი მომავალი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ორმაგი ჩემპიონი ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც ქვესაშუალო დივიზიონში ჯეკ დე ლა მადალენა ხუთ რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და წაუგებელი ბრძოლების სერია 18-მდე გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ადრე, თუ გვიან ამის დრო მოვა...“ - თოფურია კარიერის დასრულებაზე
„ადრე, თუ გვიან ამის დრო მოვა...“ - თოფურია კარიერის დასრულებაზე