მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ნაკერები ისევ თვითონ ამოიღო | დვალიშვილი ჯაკუზიში ქალბატონებთან ერთად

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანს უპასუხა, რომელმაც UFC 323-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „მანქანა“ ჯაკუზიში მხოლოდ კაცებთან ერთად ჩადის. ქართველმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც მოკლე კომენტარი დაურთო.

„ვინ თქვა, რომ ჩემს ჯაკუზიში გოგონები არ არიან? წავედით,“ - დაწერა დვალიშვილმა და გვაჩვენა, რომ მასთან ერთად ჯაკუზიში სამი ლამაზი ქალბატონი იმყოფება.

მოგვიანებით, „მანქანამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში ჩაერთო და იანთან ჩხუბის შემდეგ მიღებულ ტრავმაზე დადებული ნაკერები თავად ამოიღო. მერაბს ეს ადრეც გაუკეთებია და ამის გამო, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმაც გააკრიტიკა, თუმცა „მანქანა“ არ იცვლება.

შეგახსენებთ, რომ იანთან წაგებული ჩხუბის შემდეგ დვალიშვილი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და რემატჩი სურს. „მანქანა“ მზად არის, გაზაფხულზე დაბრუნდეს და როგორც განაცხადა, UFC-ი დაპირდა, რომ იანთან რევანშის აღების შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოქრილის შეცვლის კანდიდატი - ბორჯღალოსნებზე საფრანგეთში დაწერეს
ქოქრილის შეცვლის კანდიდატი - ბორჯღალოსნებზე საფრანგეთში დაწერეს