გორის დილამ 19 წლის განელი შემტევი დანიურ კლუბში გაყიდა
გორის „დილამ’’ 19 წლის სირილ ედუძი დანიის სუპერ ლიგის „რანდერსში’’ გაყიდა. აფრიკელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ კლუბს ზამთრის შესვენების შემდეგ შეუერთდება. „რანდერსის'' საფეხბურთო დირექტორმა სორენ პედერსენმა ედუძის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან განაცხადა:
„ახალგაზრდა და იმედისმომცემი მოთამაშეა, რომელსაც კარგი სისწრაფე და სიღრმიდან შეტევაში ჩართვის შესანიშნავი უნარი აქვს. ის შემტევი ტიპის ფეხბურთელია X-ფაქტორით, რომელმაც უკვე დიდი პროგრესი აჩვენა. სისწრაფე და აჩქარება მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ის მოთამაშეა, რომელიც ფლანგზე აქტიურობით უნდა გამოირჩეოდეს და გუნდის შემტევებს შორის ჯანსაღ კონკურენციას უწყობდეს ხელს. მათ კი, თავის მხრივ, საგოლე მომენტების შექმნა და გოლების გატანა მუდმივად უნდა უზრუნველყონ''.
2025 წლის დასაწყისში ედუძი „დილას’’ ფეხბურთელი გახდა, ყველა ტურნისი ჩათვლით 37 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა. ედუძიმ კონფერენს ლიგაზეც შეაგდო, მისი გოლით „დილამ’’ ლუქსემბურგულ „რასინგს’’ სტუმრად სძლია. ასევე, საქართველოს თასის ფინალში „იბერიასთან'' საგოლე პასი შეასრულა და ფინალში გამარჯვებით კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.