ლოკომოტივი ლიგა 3-ში გავარდა - Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში ოდიში და არაგვი ითამაშებენ
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართა და შესაბამისად, მეორე და მესამე ლიგებში მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვა.
თბილისის „ლოკომოტივი“, საგურამოს ბაზაზე „არაგვს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში დამარცხდა. თბილისელებს პირველი მატჩი სტუმრად 3:2 ჰქონდათ მოგებული, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ძირითად დროში და დამატებით ტაიმებში 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი „არაგვი“ აღმოჩნდა. გუნდებმა 18 პენალტი შეასრულეს, თავისი დარტყმები კი „ლოკომოტივიდან“ ლაშა კოხრეიძემ, სანდრო შაშიაშვილმა და ლაშა კალანდაძემ ვერ გამოიყენეს, „არაგვიდან“ კი არაზუსტი დავით ჩიგოევი და გურამ ლუკამა იყვნენ. „არაგვის“ გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის მეკარემ, გურამ ჩიკაშუამ დაიდო, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოუტანა.
პენალტების სერია:
მეორე წყვილში ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში“ და „იბერია 2“ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი ზუგდიდელებმა 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 4:3 გაიმარჯვეს და „არაგვის“ მსგავსად, მათაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვეს.
შესამისად, მომდევნო სეზონში თბილისის „ლოკომოტივი“ და „იბერია 1999 2“ მესამე ლიგაში იასპარეზებენ.