რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: მანჩესტერ იუნაიტედი არასტაბილურია, ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ დაახასიათებდა ის გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას.

„მანკუნიანელები“ დღეს პრემიერ ლიგის მე-16 ტურში, „ბორნმუთს“ უმასპინძლებენ.

„არასტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტ მატჩს ვიგებთ. იმდენს აღარ ვაგებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ გვქონდა მომენტები, რომლებიც შეიძლება გადამწყვეტი გამხდარიყო ამ სეზონში მეტი ქულის მოსაპოვებლად. ჩვენ ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ, ეს უნდა შეიცვალოს მომავალში“, – განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.

გეტყვით ასევე, რომ რუბენი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის 1-ელ ნოემბერს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გამორჩეულად ითამაშა“ - მეცის მწვრთნელი წიტაიშვილზე
“გამორჩეულად ითამაშა“ - მეცის მწვრთნელი წიტაიშვილზე