ხოსე ლუის ჩილავერტი
Aa
Aa

„თავი დისნეილენდში ჰგონიათ“ - ჩილავერტმა პარაგვაის ნაკრები გააკრიტიკა

პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა თავისი ქვეყნის ნაკრები აშშ-თან მარცხის შემდეგ გააკრიტიკა.

„გამანადგურებელი ანგარიშით წავაგეთ, შემდეგ კი დავინახეთ, რომ ფეხბურთელები თავიანთ ოჯახებთან ერთად ფოტოებს იღებენ, თითქოს დისნეილენდში ყოფილიყვნენ.

როცა მე თამაშს ვაგებდი, ოთახიდან გამოსვლა არ მინდოდა. ასეთი იყო ჩემი მიდგომა ფეხბურთის მიმართ.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მათ ფოტოების გადასაღებად საკმარისი დრო ექნებათ, მაგრამ ახლა ამის დრო არაა - ფეხბურთელები შვებულებაში კი არა, მსოფლიო ჩემპიონატზე არიან“.

შეგახსენებთ, რომ პარაგვაის ნაკრები პირველ ტურში აშშ-თან 1:4 დამარცხდა. მეორე ტურში პარაგვაელები თურქეთს, მესამე ტურში კი ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუნისის ნაკრები ერვე რენარმა ჩაიბარა
ტუნისის ნაკრები ერვე რენარმა ჩაიბარა