ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

„მადლობა, რომ აქ ხართ“ | მატჩის შემდეგ ინფანტინო ირანის გასახდელში შევიდა

ირანის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და თამაშის შემდეგ ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, ირანელთა გასახდელში ჩავიდა, სადაც ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა.

„რთული შეხვედრა იყო და ოდნავ მეტი იღბალი თქვენს მხარეს რომ ყოფილიყო, გაიმარჯვებდით, თუმცა თქვენს ოჯახებს, თქვენს მეგობრებს, თქვენს ხალხსა და მთელ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ მუნდიალზე ასპარეზობთ და კარგად თამაშობთ.

დარჩენილ ორ მატჩში თქვენით მთელი მსოფლიო იამაყებს. მადლობა, რომ აქ იმყოფებით! ვიცი, რა გამოიარეთ. ძალიან კარგად მესმის, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერზე ბევრად ძლიერები ხართ. მთელ მსოფლიოს ძლიერი მესიჯი გაუგზავნეთ. ამ საღამოს მთელი სტადიონი გააერთიანეთ და მთელ მსოფლიოს ძალიან მაგარ მესიჯს უგზავნით. ასე რომ, უღრმესი მადლობა!

ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ ისტორიას წერთ. მთელი მსოფლიო გიყურებთ და გააგრძელეთ მთელი გულით თქვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ოჯახებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის თამაში“.

შეგახსენებთ, რომ ირანი ჯგუფში ეგვიპტესთან, ბელგიასთან და ახალ ზელანდიასთან ერთადაა. ოთხივე გუნდს თითო ქულა აქვს და მომდევნო ტურში ირანი ბელგიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა