იჯარა გამოსყიდვის უფლებით - Nos Diario ქოჩორაშვილზე წერს
ვიგოს „სელტა“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ გალისიური გამოცემა Nós Diario წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „სელტას“ პრიოტიტეტი ისეთი ფეხბურთელების დამატება იქნება, რომლებმაც ესპანური ენა იციან და ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვთ.
„ამ მხრივ შერჩეულია ორი კანდიდატურა, თუმცა მათი დამატება მარტივი არ იქნება, ვინაიდან ორივე ფეხბურთელს სხვა მსურველებიც ჰყავს. საუბარია გიორგი ქოჩორაშვილზე (ლისაბონის სპორტინგი) და ილიას ახომაჩზე (ვილიარეალი).
„სელტა“ არ აპირებს, ქოჩორაშვილზე დიდი თანხა დახარჯოს. ვიგოელების მიზანი ქართველი ნახევარმცველის იჯარა იქნება, გამოსყიდვის უფლებით. კლუბის სპორტული დირექტორი მარკო გარსესი მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული, და თუ ილაიშ მორიბა არ გაიყიდება, ამ ხაზის გასაძლიერებლად ფულის დახარჯვა არ იგეგმება“.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და სათამაშო დროს იშვიათად იღებდა. „ლომებმა“ მასში „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.