„მე ნამდვილი მებრძოლი ვარ, შენ სკამზე დანებდი“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
ილია თოფურიას წაგებას ბევრი ცნობილი მებრძოლი გამოეხმაურა. პედი პიმბლეტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და „ელ მატადორის“ მარცხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა, 38 წლის მებრძოლის დამარცხება იყო, რომელსაც ჩემთან 5-რაუნდიანი ომი ჰქონდა... ნაცვლად ამისა, ნამდვილი ძუკნასავით, რომელიც რეალურად ხარ, სკამზე დანებდი. მე ნამდვილი მებრძოლი ვარ და ხუთი რაუნდი ვიჩხუბე, შე მატყუარა ჩორიზო! ჯასტინ გილოცავ, რემატჩი აბსოლუტური ქამრისთვის?“
პიმბლეტის გარდა, თოფურიას წაგებას ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანიც გამოეხმაურნენ. მახაჩევმა „ელ მატადორს“ დასცინა და განაცხადა, რომ ის კარიერის უდიდეს ჩხუბში დანებდა, ცარუკიანმა კი დაწერა: „ილია „მეტი აღარ“ თოფურია.“
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯასტინის ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა - თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს. ჯასტინ გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ახალი აბსოლუტური ჩემპიონია.