ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

სენსაციური მარცხი - თოფურია გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ტურნირზე, მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურია ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა და სენსაციურად დამარცხდა.

პირველ რაუნდში თოფურიას თვალის არეში გეიჯის ძლიერი დარტყმა მოხვდა, რამაც „ელ მატადორს“ სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა მეორე რაუნდი ილიას სრული უპირატესობით წარიმართა და დაფინიშების კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ამის შემდეგ, ბრძოლა კვლავ გეიჯის კარნახით წარიმართა, თოფურიას სახეზე აქამდე არნახული ზიანი ჰქონდა. მესამე რაუნდის ბოლოს ალექსანდრემ ექიმს დაუძახა და უთხრა, რომ „ელ მატადორს“ მხედველობის პრობლემა ჰქონდა.

საბოლოოდ, ილიამ ბრძოლა მაინც გააგრძელა, თუმცა მე-4 რაუნდის შემდეგ, მისმა გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს - ჯასტინ გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ახალი აბსოლუტური ჩემპიონია.

 

ამ გამარჯვებით ილიამ თავისი მოგება-წაგებათა ბალანსი 17-1-ზე გაიფორმა. რაც შეეხება გეიჯის ამ გამარჯვების შემდეგ მისი ბალანსი 28-5-ზეა.

აქვე გეტყვით, რომ მძიმე წონაში სირილ განმა ალექს პერეირა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და დროებით საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები