ტექნიკური ნოკაუტი მეორე რაუნდში - განმა პერეირა დაამარცხა
ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ტურნირზე, მძიმე წონაში დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა ალექს პერეირასა (13-4) და სირილ განს (14-2) შორის გაიმართა.
განმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. პირველი რაუნდიდანვე ფრანგი უფრო აქტიური იყო, თუმცა პერეირა ჩვეულ სტილში მეტოქეს ზვერავდა და თავის მომაკვდინებელ დარტყმას ამზადებდა.
საბოლოოდ, მეორე რაუნდში განის დარტყმა გაატარა, რამაც ბრაზილიელი წყობიდან გამოიყვანა, ფრანგმა მომენტი იგრძნო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
პერეირასთვის ეს მძიმე წონაში დებიუტი იყო. მანამდე ის საშუალო და ქვემძიმე დივიზიონების ქამრებს ფლობდა. განმა 2021 წელს დროებითი ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მძიმე დივიზიონის სრულფასოვან ჩემპიონად ტომ ასპინალი რჩება.