ომალის შთამბეჭდავი დაბრუნება - ლამაზი ნოკაუტები თეთრ სახლში
საჩემპიონო ბრძოლების დაწყებამდე UFC Freedom 250-ზე ხუთი დაპირისპირება გაიმართა და გულშემატკივრებისდა სასიხარულოდ, მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არც ერთში არ მისულა. თეთრი სახლის ეზოში შეკრებილმა მაყურებელმა ლამაზი ნოკაუტები იხილა და დიდი სიამოვნება მიიღო.
სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში შონ ომალიმ კანადელი აიემან ზაჰაბი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს კვლავაც იმ ხარისხის შოუ შესთავაზა, რითაც მერაბ დვალიშვილთან განცდილ მწარე მარცხებამდე ანებივრებდა.
ამერიკელების დაპირისპირება შედგა მძიმე და საშუალო წონით დივიზიონებში, სადაც ჯოშ ჰოკიტმა -დერეკ ლუისი, ხოლო ბო ნიკალმა კაილ დაუკასი გაგზავნა ნოკაუტში. რაც შეეხება მსუბუქ წონაში გამართულ ბრაზილიელი მაურისიო რუფისა და ამერიკელი მაიკლ ჩენდლერის ჩხუბს, სამხრეთ ამერიკელმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.