დიეგო ლოპესი
Aa
Aa

UFC Freedom 250-ის ბრწყინვალე დასაწყისი - ლოპესმა გარსია გათიშა

UFC Freedom 250-ის ღონისძიება არაჩვეულებრივი ბრძოლით გაიხსნა. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ბრაზილიელმა დიეგო ლოპესმა ამერიკელი სტივ გარსია მეორე რაუნდში  ნოკაუტით დაამარცხა და სატიტულო ჩხუბში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ბრაზილიელმა სერიოზული განაცხადი გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ გარსია ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და ეს განსაკუთრებით პირველ რაუნდზე ითქმის, თუმცა მეორეში ბრაზილიელ მეტოქესთან დარტყმების გაცვლაში შესვლა მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა და ლოპესმა გამარჯვება საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიეგო ბრძოლამდე გულშემატკივარს დაპირდა, რომ სტივს დააფინიშებდა და მიცემული სიტყვა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom-ზე კიდევ ექვსი ბრძოლაა ჩანიშნული, მთავარი დაპირისპირება კი მსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC Freedom 250 მინიმუმ ერთი საათით გადაიდო - მიზეზი უამინდობაა
UFC Freedom 250 მინიმუმ ერთი საათით გადაიდო - მიზეზი უამინდობაა