რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი ყოფილი მოთამაშეების კრიტიკაზე: ეს ბუნებრივია, რადგან საკმარისად წარმატებულები არ ვართ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმ,  რუბენ ამორიმმა კლუბის ყოფილი ფეხბურთელების კრიტიკას უპასუხა.

მანამდე „მანკუნიანელების“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა თქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბს არ შეესაბამება, რადგან არ ესმის მუშაობის სპეციფიკა.

„ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ფაქტია, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი, მე მიმაჩნია, რომ საკმარისად წარმატებულები არ ვართ. ჩვენ მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ, განსაკუთრებით ამ სეზონში. ასე რომ, მე ამას როგორც ბუნებრივ მოვლენას, ისე აღვიქვამ. ზოგჯერ მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია და ჰგონიათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იცავს იმ სტანდარტებს, რომლის დროსაც ისინი თამაშობდნენ და რომელიც იმარჯვებს. მათთვის რთულია თავიანთი კლუბის ასეთ სიტუაციაში ხილვა. პრობლემა გამარჯვებებში არ არის. პრობლემა იმაშია, რომ მე, როგორც მწვრთნელი, საკმარისად კარგად არ ვართმევ თავს. ესეც ფაქტია და მე შემიძლია ამას შევეგუო. მათთვის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ იმარჯვებს და არ არის იმ პოზიციაზე, რომელზეც უნდა იყოს. თუ იმარჯვებ, პრობლემები არ არსებობს“, – თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.

გეტყვით ასევე, რომ რუბენი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ დაბრუნდა ქოჩორა სასტარტოში | სპორტინგის მწვრთნელის კომენტარი
რატომ დაბრუნდა ქოჩორა სასტარტოში | სპორტინგის მწვრთნელის კომენტარი