ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილია, თუ ფული დაგჭირდება, შემეხმიანე“ | არმან ცარუკიანის პოსტი

არმან ცარუკიანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ილია თოფურიას მიმართა. ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე განთავსებული 1-მილიონიანი ფსონის ამსახველი ფოტო გაავრცელა და ქომაგები დაარწმუნა, რომ მას და მის მეგობარს მოგებული 5.7 მილიონი ანგარიშზე დაუჯდათ.

„ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ. ილია, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემეხმიანე“, — დაწერა ცარუკიანმა.

გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლა საღამოს საუკეთესო ჩხუბი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ორივე მებრძოლი 400 000 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებს. ორთაბრძოლის შემდეგ გეიჯიმ აღნიშნა, რომ „ელ მატადორისთვის“ დაუყოვნებლივი რევანშის მიცემას არ აპირებს.

თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ისტორიული ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა იყო. მათი ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა. თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია „მეტი აღარ“ თოფურია“ | ცარუკიანი ილიას წაგებას გამოეხმაურა
„ილია „მეტი აღარ“ თოფურია“ | ცარუკიანი ილიას წაგებას გამოეხმაურა