გიორგი ქინქლაძე, ილია თოფურია
Aa
Aa

„ეს ისტორიის დასასრული არაა“ - ქინქლაძემ თოფურია გაამხნევა

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ილია თოფურია საჩემპიონო ჩხუბში მარცხის შემდეგ გაამხნევა.

„სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში - ყველაზე რთული ბრძოლებით ის კი არ განისაზღვრება, თუ ვინ ხარ, არამედ ის, თუ რისგან ხარ შექმნილი. ყველა ნამდვილმა ჩემპიონმა იცის მარცხის გემო, მაგრამ ისტორიას სწორედ დაბრუნება წერს.

ილია, შენ ჩვენი ქვეყნის დროშა უმაღლეს მწვერვალზე აიტანე და მთელ ერს ოცნება აუსრულე. ეს მხოლოდ ერთი თავია და არა ისტორიის დასასრული. თავი მაღლა, ძმაო. საქართველო ყოველთვის შენ გვერდითაა“.

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯასტინის ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა - თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს - ჯასტინ გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ახალი აბსოლუტური ჩემპიონია.

გეიჯის კარიერაში ეს 28-ე გამარჯვებაა (5 მარცხი). იანვარში მან დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა, ახლა კი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება თოფურიას, მის კარიერაში ეს პირველი მარცხია. დღემდე „ელ მატადორმა“ 17-ვე გამართული ბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა