„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ - მახაჩევი ილიას მარცხზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბს გამოეხმაურა, რომელშიც ამერიკელმა „ელ მატადორი“ დაამარცხა და მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
„ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება! ამ თამაშში დონეები არსებობს! გილოცავ ჯასტინ, შენ ამ ქამარს ყველაზე მეტად იმსახურებ! კარიერის ყველაზე დიდ ჩხუბში დანებება ყველას არ შეუძლია - ნამდვილი „La Leyenda“ - წერს მახაჩევი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჯასტინის ჩხუბი მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა - თოფურიას გუნდმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის ნაადრევად დასრულებას ნიშნავს - ჯასტინ გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და მსუბუქი წონის ახალი აბსოლუტური ჩემპიონია.
გეიჯის კარიერაში ეს 28-ე გამარჯვებაა (5 მარცხი). იანვარში მან დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა, ახლა კი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება თოფურიას, მის კარიერაში ეს პირველი მარცხია. დღემდე „ელ მატადორმა“ 17-ვე გამართული ბრძოლა მოიგო.